logo
ENG



"ზელენსკიმ სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე მიიწვია" - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

26 იან 202419:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/k8et2rp7k070hea.jpg

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, იჰორ ჟოვკვას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის სი ძინპინი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის სამიტზე მიიწვია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა გამოცემა Reuters-თან განაცხადა.

"ჩვენ ჩინეთს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ. ჩინეთის მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ამ პროცესში ჩვენს პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან ვრთავთ, რათა დაარწმუნონ ჩინეთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ  უკრაინა დაინტერესებულია მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვით.


close დახურვა